„ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი – ბიძინა ივანიშვილი

ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით, დაახლოებით 100 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ მუდამ კველევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი