“ქართული ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” მერაბ ქვარაია ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და ენგურქაღალდკომბინატის უბნის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი დარწმუნებლია, რომ მმართველი გუნდი 8 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამისთვის მეორე ტური არ გახდება საჭირო.

“მოსახლეობასთან ვსაუბრობთ იმ პრობლემებსა და საჭირობებზე, რომელიც ამ დღეს დგას მათ წინაშე, “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც ამ პრობელმებზე იზურნებს და ის განწყობა, რომელიც საზოგადოებისგან ვიხილეთ დღეს, ეს ერთხმა მხარდაჭერა, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს 2016 წლის 8 ოქტომბერს და მმართველი პარტია გააკეთებს ყველფერს, რომ ყველა სიკეთე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებისგან ველით, მიიღოს ზუგდიდმა”, – განაცხადა ქვარაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი