რომ არა ვანოს შეცდომები, ივანიშვილს გაუჭირდებოდა ქვეყნის ხელში ჩაგდება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2012 წელს არჩევნებში მისი გუნდის მარცხს ვანო მერაბიშვილის შეცდომებს უკავშირებს.

„მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად”, – განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

სააკაშვილმა მერაბიშვილს ურჩია ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკაში ჩართვის ნაცვლად, ოჯახით დატკბეს და იმოგზაუროს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი