რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი 10 კმ და 300 მ საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 168 712 ლარია.

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზა თითქმის 30 წელია ავარიულ მდომარეობაშია და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი