უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში უახლოესი ერთი კვირა უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება.

უწყების ცნობით, 10-12 დეკემბერს +13 გრადუსი, ხოლო 13-15 დეკემბერს ჰაერი 15-16 გრადუსამდე გათბება. ღამით კი +2 -4 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები შაბათ-კვირას აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი