სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის, სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივე გარდაიცვალა.

გარდაცვლილები 35 წლამდე ახალგაზრდები არიან.

შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი