სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას.

მისივე თქმით, სპეციალისტების რჩევები მოქალაქეებმა და ეკლესიამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს.

„დამიჯერეთ, დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მე რაც შემიძლია გითხრათ, სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მგონია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას“, – ბრძანა მეუფემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი