სააღდგომოდ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით დამატებითი სარკინიგზო რეისები შესრულდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50, ზუგდიდში ჩავა 14:15, ზუგდიდან გამოვა 19:15 და თბილისში ჩამოვა 00:35.

“ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (654/653 და 12/11) მიმართულებით ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები. ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით”, – აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი