საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული გრაფიკით ხორციელდება.

საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი