საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში – პრემიერი

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სადღესასწაულო დღეებში თავი აარიდონ დიდ წვეულებებს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენთვის შეიძლება ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს,“- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65% გაიზარდა, თუმცა მიზანია, რომ მოსახლეობის 90-95%-მა ატაროს ის ინტენსიურად და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი