სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში

ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომეზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტების საგარეო პოლიტიკასთანდაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„უფრო აქტიური როლი უნდა ვითამაშოთ რეგიონში. ეს როლი კიდევ უფრო უნდა დავაფასებინოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ საქართველოსიდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში. არ გვიცნობენ, არ იციან, რომ მათ ვჭირდებით, არ იციან, რომ გვაქვს ის ფასეულობები, რომელიცევროპას გადარჩენისთვის სჭირდება. ორმხრივი გზა უნდა გავაძლიეროთ და ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული, არა მარტო მთავრობა, არამედსაზოგადოება, დიასპორა. ჩვენ გვყავს დიასპორის ჯარი და მათი არგამოყენება, როგორც ელჩებისა, არის დიდი დანაშაული და ცოდვა ქვეყნისწინაშე. დიასპორა უნდა გააქტიურდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით გენდერულ თემატიკაზე. პრეზიდენტობის კანდიდატისთქმით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული.

„ქალი პრეზიდენტი თუ იქნება არჩეული, ესაა მაგალითი შემდგომი თაობისთვის. გენდერული საქმე ევროპის მიბაძვით არასამთავრობოებისმხრიდან არის წამოწეული. ჩემი აზრით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული.საქართველოში თანასწორობა არის დაცული. ქალები არიან ბევრ სექტორში წარმოდგენილი. ქალებმა გადაარჩინეს ოჯახები მძიმე პერიოდში. ამდროს, მამაკაცებს ადაპტაციის პრობლემა ჰქონდათ, ვერ თანხმდებოდნენ ყველანაირ სამსახურს. ამ დროს არ იყო თანასწორობა. ქალისთვისუფრო ადვილია, ყველაფერს შეეგუოს, რადგან შვილები ჰყავს. ამან განაპირობა, რომ ქალები არიან ძლიერები ამ ქვეყანაში.

რა პრობლემაც აქტუალური და ახალია, ესაა ძალადობის პრობლემა, ყველა იმ წნეხით გამოწვეული, რომელიც ამ ქვეყანას დააწვა. ქვეყანაატრავმირებული და ოჯახური ძალადობა ამის შედეგია. ფაქტია, გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, არ ვიცი, წარსულში რამდენად არსებობდა.ადრე ან არ იყო ან არ საუბრობდნენ. დღეს ეს სერიოზული პრობლემა მზარდია. მეორე პრობლემა, რაც რჩება, ესაა ქალები და პოლიტიკა.მეტწილად ეს განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკა არაპოპულარული სფეროა. მიჩნეულია, რომ ესაა ბინძური საქმე და ამიტომ, ქალისთვისალბათ უფრო რთული შესაჩვევია. როცა ჩემი კამპანია დაიწყო, ტალახის დიდი ტალღა წამოვიდა. მე შვილები აქ არ მყავდა და არ მიფიქრია, რაგავლენას იქონიებდა ეს ჩემ შვილებზე. როგორ მოუწევდათ ამასთან ბრძოლა“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ შეკრებილსტუდენტებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი