არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე, – ამის შესახებ პრეზიდენტობისდამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს.
„როგორც ვიცი, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაოდღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდედიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფროაქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.