სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში იწყება ახალი დიდგორი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიძულვილზე, რევანშზე დაფუძნებული დაპირისპირება

საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმაქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს, –  ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომეზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში,დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოშიჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრიჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველრიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიცდაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება, გახლიჩოს”, – განაცხადასალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების,კულტურის, რელიგიის მიუხედავად, ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი