სალომე ზურაბიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების პროცესზე დასასწრებად მივიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, მის ვაჟთან ერთად საქართველოს პრეზიდენტობისდამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

“სოლიდარობა არის ელემენტარული ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში. სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოებავერ შედგება. დღეს მთავარი ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომდაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს.

ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერიმომავალი პრეზიდენტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი