სალომე ზურაბიშვილი – “მე ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის ეს”

მე ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის ეს,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმაკანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილი, შვილებთან ერთად, კრწანისის საარჩევნო ოლქის, #3 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო,  ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო“,-განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი