სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. სამართალდამცავებმა დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი