სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 1 500 ახალი სანაგვე ურნა გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 1 500 ერთეული ურნა გადასცა. ურნები ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გადანაწილდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, ევროსტანდარტების შესაბამისი  10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც მათოვე თქმით, რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი