სამეგრელოში აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტრები სამეგრელოს რეგიონში, საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის პლანტაციებს და მიტოვებულ შენობებს, ფაროსანს იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ათვალიერებენ.

მონიტორინგი ლოკალურ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მავნებლის მაღალი მაჩვენებელია. მონიტორინგის  მეშვეობით  მოხდება მავნებლის ზუსტი იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა, ხოლო შედეგების მიხედვით  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიგეგმება.

მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გატარებას, სანამ მავნებელი პასიურია და ისეთ ადგილებში ბუდობს, როგორიცაა – საცხოვრებელი სახლების სხვენები და მიტოვებული შენობების კედლები.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების პარალელურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად მოსახლეობასთან საონფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ადგილობრივები დეტალურ ინფორმაციას იღებენ დაგეგმილ ღონისძებებზე და მავნებელთან ბრძოლის ტექნიკურ მეთოდებს ეცნობიან.

აზიური ფაროისანას ღონისძიებების პირველი ეტაპი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს იმერეთის და გურიის რეგიონებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი