სამეგრელოში მოქმედ მეფუტკრეებს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით,   სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის დარბაზში, მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, გიორგი იაკობაშვილი და ზურაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მეფუტკრე ფერმერებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილ ღონისძიებებზე და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

მეფუტკრეებს, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმიწფო სტრატეგია წარუდგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოქმედ ყველა რგოლის ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, რადგან ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს მავნებლის რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება.

ფაროსანას ღონისძიებების ფარგლებში, Seმავნებლის საწინააღმდგეო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს. იმ სოფლებში სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი