სამეგრელოში საერთაშორისო სტანდარტების იპოდრომი აშენდება ♞

სამეგრელოში საერთაშორისო სტანდარტების იპოდრომი აშენდება, ამის შესახებ „ანაკლიის გავნითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ტერიტორიის მოძიება მიმდინარეობს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დააფუძვნა საცხენოსნო შეჯიბრი ,,ანაკლიის თასი”, რომელმაც პირველი შეჯიბრი, 29 სექტემბერს სოფელ ინგირში გამართა.

გამარჯვებულებმა თასთან ერთად 25 ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო მიიღეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საპრიზო ფონდი მომავალში გაიზრდება, შეჯიბრი კი ყოველწლიური გახდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი