სამეგრელოში ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამეგრელოს რეგიონში, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი