სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ ჯიხაშკარში იმყოფებოდა, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს შეკრებილებთან რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომელთაც ყოფილ პირველ ლედის ორგანოებით მოვაჭრე უწოდეს და აღნიშნეს, რომ კანდიდატი მათთვის მიუღებელია.

ახალგაზრდებსა და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც იყო მცდელობა ფიზიკური დაპირისპირებისაც, თუმცა ადგილობრივი მსოახლეობის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ჩარევით ახალგაზრდებმა შეხვედრის ადგილი დატოვეს.

უცნობმა პირებმა მედიის წარომადგენლებისთვის ვიდეო-კამერებით გადაღებაში ხელის შეშლაც სცადეს.

“ნაციონალური მოძრაობაში” მომხდარზე პასუხისმგებლობას ელისუფლებას აკისრებენ და ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები სწორედ ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი