საქართველოში განქორწინების შემთხვევებმა იმატა

ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2013-დან 2017 წლამდე, საქართველოში განქორწინების შემთხვევებმა იმატა, ქორწინებისამ კი იკლო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას წარმოადგენს, საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა.

2017 წელს 10 222 წყვილი განქორწინდა, 2016 წელს – 9 539, 2015 წელს – 9 112, 2014 წელს – 9 119, ხოლო 2013 წელს – 8 039., რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წლებთან შედარებით მეტი წყვილი განქორწინდა.

რაც შეეხება ქორწინებას, ბოლო 5 წლის მონაცემებით ქორწინების მაჩვენებელი 144 161-ია.

2017 წელს 23 684 წყვილი დაქორწინდა, 2016 წელს – 25 101, 2015 წელს – 29 157, 2014 წელს – 31 526, ხოლო 2013 წელს – 34 693.

აღსანიშნავია ისიც, რომ განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი