წალენჯიხაში ავტომობილის ამოტრიალების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

წალენჯიხაში, სოფელ ლიას მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

დაშავებილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი