საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ – როგორ მოვიქცეთ ამ დროს -რჩევები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ძლიერი ქარის დროს მოქცევის წესების შესახებ რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
გთავაზობთ წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ:

– იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი;
– დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები);- დარეკეთ 112-ში;- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას დაელოდეთ სამაშველო რაზმს;

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში:

– მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად:
დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან;- მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ;- იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი