საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღევანდელ საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობას აქვეყნებს.
„29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა, სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.
„GFF XI”
მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი
„მსოფლიოს XI”
მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო
მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00-დან 21:00 საათის ჩათვლით). მატჩის პარტნიორები არიან: ვი-თი-ბი ბანკი და ლუდი აისი, ხოლო სპონსორები – თეგეტა-მოტორსი, სოკარი, ბორჯომი, ევექსი და M2. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ“, – აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 21:00 საათზე, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომლისთვისაც სპეციალურად მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჩამოვიდნენ. ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი