სასწრაფო დახმარების ცენტრი ანაკლიის ფესტივალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებმად, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი