შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY ასევე, ვებგვერდის – Sa.gov.ge საშუალებით.

