სახელმწიფო იმ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება გეგმა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო იმ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისაგან ადგება ჩვენ ეკონომიკას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის გასაჭირი თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური. შესაბამისად, შემოსავალი. ამიტომ გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი