ყაჩაღური დაჯგუფების წევრებმა მარტვილში ქალი მოკლეს

ყაჩაღობა მოხდა წუხელ გვიან ღამით მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში. მეზობლების ინფორმაციით, დები ჩიხლაძეების საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელთაც თანხის გამოძალვის მიზნით დები აწამეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში მარტვილის ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ადგილობრივების თქმით, ჩიხლაძეების სახლიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 200 აშშ დოლარი წაიღეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-დან აცნობეს, საქმე სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 109-ე (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ანგარების მიზნით) მუხლებითაა აღძრული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი