შინაგან საქმეთა მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარია, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სამინისტროს ცნობით, შინაგან, საქმეთა მინისტრი,  მზად არის,  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე შსს-მ წარმოებაში უკან დაიბრუნა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი, მიმდინარე წლის,  1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობის მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი