„შენი ხმა გადამწყვეტია – თანასწორობას მოაქვს წარმატება“ – აქცია ზუგდიდის ბაზარში

პროექტის „შენი ხმა გადამწყვეტია – თანასწორობას მოაქვს წარმატება“ ფარგლებში ზუგდიდის აგრარულ ბაზარში მორიგი საინფორმაციო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ბაზარში საინფორმაციო ფალაერები დაარიგეს, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში კი სტიკერები გააკრეს.

ზუგდიდის გენდერის მედიაცენტირის ხელმძღვანელი და ცენტრის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პოლიტიკაში  მეტი ქალის ჩართულობის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

პროექტს „შენი ხმა გადამწყვეტია – თანასწორობას მოაქვს წარმატება“ ორგანიზაცია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორიცელებს.

პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი