შეხვედრა სამედიცინო კორპორაცია „MEDICAL PARK“-ის წარმომადგენლებთან

თურქული სამედიცინო კორპორაცია „MEDICAL PARK“, ზუგდიდში საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. კლინიკის გენერალური დირექტორი აბდულაჰ ჯანთურქი, თურქ ექიმებთან ერთად დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მის მოადგილეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ზუგდიდელ ექიმებს შეხვდა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით , ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში თურქი ექიმები თვეში ერთხელ ჩამოვლენ და უფასოო კონსულტაციებს ჩაატარებენ. მკურნალობის მსურველი პაციენტები კი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„MEDICAL PARK“ -ი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელია, რომელიც მოიცავს 33 სამედიცინო ცენტრს და მუშაობს ავადმყოფების კომპლექსურ რეაბილიტაციაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი