შსს ჯიპებს სედანის ტიპის 50 ავტომობილით შეცვლის

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ჯიპებს” 50 სედანის ტიპის ავტომობილით ჩაანაცვლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერი.

სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის “ჯიპებს” ჩაანაცვლებს.

ტენდერის პირობები, ასევე ვადები არის გამჭირვალე და განსაზღვრულია როგორც სხვა კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. ტენდერი გამოცხადდა 14 მარტს, 5 დღის შემდეგ განაცხადების მიღება დასრულდება დღეს, 19 მარტს. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი