შვედეთში მცხოვრები ემიგრანტების აქცია – “გადადგეს მთავრობა და გაათავისუფლონ დაკავებულები”

შვედეთში მცხოვრები ქართველები შვედეთში საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ, სადაც გუშინ საქართველოში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი სტოკჰოლმიდან იუწყება, აქციაზე ისმოდა შეძახილები “რუსეთი ოკუპანტია”, “საქართველოს გაუმარ-ჯოს”!

აქციის მონაწილეები ასევე შეუერთდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქვთ.

“ერთის მხრივ ვაპროტესტებთ რაც პარლამენტში მოხდა და ვთვლით, რომ შეურაცხმყოფელია რუსი დეპუტატის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან. ამასთან, ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციის სამ ძირითად მოთხოვნას, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და მთელი მთავრობა, გაათავისუფლონ პოლიტდევნილები, რომლებიც გასულ ღამეს მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რაც გუშინ მოხდა, როგორც გაუსწორდნენ ფიზიკურად ახალგაზრდებს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი