სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საჯარო სკოლაში მისულ პირველ კლასელებს მერხებზე ლეპტოპები დახვდათ.

სწავლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მიულოცა. მინისტრის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს პირველ-მეორე კლასელებისთვის ჭადრაკის გაკვეთილები გაგრძელდება.

მისივე თქმით, ფართოვდება თავდაცვის საქმე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბავშვებში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 2 085 საჯარო სკოლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად დაირეკა ზარი 55 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის, აქედან 48 ათასი პირველკლასელი საჯარო სკოლებშია დარეგისტირებული, დაახლოებით შვიდი ათასი კი – კერძო სკოლებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი