სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს ვირუსი აქვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა. მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ოჯახის ექიმის თქმით, ქალს აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც მკურნალობას სახლში განაგრძობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი