სოფელ სქურის ტყეში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ადგილზე 15 მეხანძრე- მაშველი მუშაობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი