სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრი გაჩნდა

სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა – განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“.

სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.

ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა. მან ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი