“სოფლის მხარდაჭერის” შეჩერებული პროგრამის ახალი სახით გაგრძელება იგეგმება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, დეპუტატ სულხან მახათაძის შეკითხვას უპასუხა.

შეკითხვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ეხებოდა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იგეგმება 50 ათას ლარამდე პროექტების გათვალისწინება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში.

„აქ საუბარია მცირე პროექტებზე, რომლის შერჩევა ხდებოდა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, თუმცა არსებობს შეკითხვები შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ რეგფონდის ფარგლებში გამოვყოთ პროგრამა, სადაც შევა პროექტები 50 ათას ლარამდე და ამ მიმართულებით პრიორიტეტები დადგინდება სოფლის მოსახლეობის მიერ. ერთის მხრივ, კვლავ გავითვალისწინებთ ადგილობრივების ინტერესებს და მეორეს მხრივ, დაცული ვიქნებით თანხების არაეფექტიანი ხარჯვისგან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი