ზუგდიდის მერიისგან სტიპენდიას დამატებით 4 სტუდენტი მიიღებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია დამატებით 4 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო.

მერის სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტ ენვერ არდაშელიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტ მარიამ ჩილაჩავას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტ გვანცა სართანიას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტ ნანა ბიგვავას დაენიშნა.

სტუდენტები სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი