სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა.
კენჭისყრა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.
გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

