ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის არსებული საავტომობილო გზის 3.4 კმ-იანი (კმ3.5 – კმ7) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარყტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო​ გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ, სოფელ ინგირის ტერიტორიაზე გადის. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებულია, სავალი ნაწილი კი დეფორმირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. პროექტის შესაბამისად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. 3.4 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება […]