თავდამსხმელებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს ავტომატზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ

თავდამსხმელებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ.

ფოტომასალას ბრიტანული გამოცემა “Daily Mail” აქვეყნებს.

მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია.

თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი