თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თემა ამოწურულია, შესაბისად, ის გუნდთან ერთად ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას აგრძელებს.

„მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებით არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა 11 მარტს გააკეთა განცხადება, სადაც ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავდა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია.

„თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა გუშინ იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი