ტექნოპარკში ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის ტექნოპარკმა ახალგაზრდებს უმასპინძლა, სადაც მათ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ახალგაზრდულ პროექტებზე ესაუბრნენ. შეკრებილებს გეგმები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძემ და GEM fest-ის დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ გააცნეს. წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 33 დღიანი იქნება. ახალგაზრდების განწყობაზე DJ რემბომ იზრუნა, საღამო გარნდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება „ახალგაზრდული წლის“ ფარგლებში ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელი ახალგაზრდულ წლად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერატორმა გამოაცხადა. ზუგდიდის ტექნოპარკი 3 ოქტომბერს გაიხსნა. ის საქართველოში რიგით მეორე ტექნოლოგიური პარკია. ტექნოპარკის ზუგდიდში გახსნის იდეის ავტორი მხარის რწმუნებული ლევან შონიაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი