TNS opinion – ედიშერ თოლორაიამ სანდრა რულოვსი 24%-იანი სხვაობით დაამარცხა

TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ” ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა. მან 58.4%-მა დაუჭირა მხარი.

პირველადი შედეგების თანახმად “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდატმა სანდრა რულოვსმა 34.5% მიიღო.

2.9% მხარს უჭერს “პაატა ბურჭულაძე ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატს ბესიკ თოდუას. ” პატრიოტთა ალიანსის ” მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ჩანგელიას კი 2.2%.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის – დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი