წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, ყინვა – ამინდის პროგნოზი

პირველი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით 0 გრადუსი. 2-3 დეკემბერს ღამით კი ყინვას ელოდებიან – ტემპერატურა ღამის საათებში 4 დეკემბერს -3 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოში, ბარში ხვალ 12 გრადუსი იქნება, 2 დეკემბერს – 16, 3 დეკემბერს კი ჰაერი 18 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, meteo.gov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, თბილისში ხვალ 1 გრადუსი იქნება, 3 დეკემბერს კი ტემპერატურა 9 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი