საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია.
უკრაინის პრეზიდენტს მესტიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უმასპინძლეს.
პეტრო პოროშენკო მარგიანების სახლ-მუზეუმს ეწვია და სვანური, ტრადიციული კოშკი დაათვალიერა.
უკრაინის პრეზიდენტს სვანეთში სახსოვრად მახშვის სკამი და სვანური ქუდი აჩუქეს, სვანური ქუდები ასევე უსახსოვრეს უკრაინიის დელეგაციის წევრებს.
უკრაინის პრეზიდენტი, მესტიიდან ბათუმში გაემგზავრება, სადაც საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.