უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება – ნათია თურნავა

„უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და მხარდაჭერილი იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„საკონტეინერო გადაზიდვების ასეთი მაღალი ზრდა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა. ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, თურნავას განცახდებით, საკონტეინერო ტვირთებზე, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% -იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი